ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ლილოს დასახლებაში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრისას, ის ძირითადი გამოწვევები გამოკვეთა, რაც ადგილოვებს მიმდინარე ეტაპზე აწუხებთ. შეხვედრა კითხვაპასუხის რეჟიმში წარიმართა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებას, გზების მოასფალტებას და სკვერების მოწყობის საკითხს შეეხებოდა.
შეხვედრაზე ასევე, მუნიციპალური ტრანსპრტის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.