ისანში "ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართეს.
ისინი, "ქართული ოცნების" კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რა დროსაც თბილისის მერიამ, ადგილობრივებს მუნიციპალური ქონება საკუთრებაში გადასცა, ამ ღონისძიებას მაჟორიტარობის კანდიდატიც ესწრებოდა.
ოპოზიციის შეფასებით, ეს კანონდარღვევაა და ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს. ოპოზიციონერი კანდიდატების მოთხოვნა ადმინისტრაციული მოკვლევის დაწყებაა. თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, "ევროპული საქართველო" დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.