ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოში". პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, აკაკი ბობოხიძემ განმარტა, რომ მმართველი პარტიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ქმედებები და განცხადებები ერთმანეთის იდენტურია.
"ქოცობა" რომ მენტალური პრობლემაა და არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება, კარგად დაადასტურა გიორგი გახარიას გუშინდელმა გამოსვლამ. უტიფრობა, ტყუილი, გუშინდელი ნათქვამის დავიწყება და დღეს საწინააღმდეგოს თქმა არის ის მახასიათებელი, რომელიც "ქართული ოცნების" მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ახასიათებთ. გახარია არაფრით განსხვავდება კობახიძისგან და აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, თუ ვინ გასცა განკარგულება 20 ივნისის დარბევაზე,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძე.