16 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
IPSOS-ის კვლევის შედეგები გაყალბებულია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევების საველე სამუშაოებს ადგილზე ქართული კომპანიები ატარებენ და საერთაშორისო ბრენდული ორგანიზაციების სახელებით სარგებლობენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

"კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ კომპანიის უკან? დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი - ბატონი ლევან თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, 2012 წლამდე. იგივე თარხნიშვილი და "ნაცმოძრაობა" აკეთებს ამ კვლევებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. ამ კითხვას შეიძლება უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს "ნაცმოძრაობამ" და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგი იქნება 2 ოქტომბერს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: "შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 35%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 30%, "საქართველოსთვის - 9%, "ევროპული საქართველო" - 4%, "ხალხისთვის - 4%, "ლელო" - 3%, "მესამე ძალა" - 3%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%, "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%, "დროა" - 1%, "მოქალაქეები"- 1%, სხვა პარტიები - 3%.

დღის ამბები