ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინცინდენტები განიხილეს.
მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე, ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 2 მოქალაქე რჩება, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი, რომელიც ოკუპანტებმა 14 აგვისტოს დააკავეს.
ცხინვალსა და აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლების საკითხს, ქართული მხარე, ასევე ოქტომბერში გასამართ ჟენევის მოლაპარაკებაზეც დააყენებს.