16 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
მეთვრამეტე დაპირება არის ეს მგონი, ხან ზღვით გადმოდის და ხან ჰაერით - მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე

"ქართულ ოცნებაში" ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესაძლო შანსს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დაპირება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არ შეასრულებს. 

მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ეს შოუს ნაწილია. 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თემა წინასაარჩევნო სპეკულაციაა. 

"მეთვრამეტე დაპირება არის ეს მემგონი, ხან ზღვით გადმოდის და ხან ჰაერით. გულთმისანი არ ვარ რას იზამს ეს ადამიანი, ნამდვილად არ ვფიქრობ მის ჩამოსვლაზე ან არ ჩამოსვლაზე. ეს სპეკულაციები, რომელსაც წინასარჩევნოდ აწარმოებენ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ არჩევნებს ემსახურება. დააკვირდება სიტუაციას, როგორი გარემო იქნება და იმის მიხედვით იმოქმედებს,"- აცხადებს ყაველაშვილი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ეჭვი ეპარება, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა.

"მიუხედავად ამ ჯავშნის გამოქვეყნებისა, მე არ მგონია, რომ ეს მის რეალურ განწყობას ასახავდეს. მას სჭირდება ასეთი მტკიცებულებები საკუთარი ამომრჩევლების გასამხნევებლად. ერთადერთი, რაზეც გავლენას იქონიებს მისი ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა, ეს არის მისი პირადი და სამართლებლივი ბედი,"- აცხადებს საჯველაძე.

დღის ამბები