16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს.

"საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.

 

 

 

დღის ამბები