საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან დაბრუნებაზე საუბრის დროს ამბობს, რომ მას დამცინავი რეაქცია აქვს.
ამ საკითხის შეფასებისას წულუკიანმა სააკაშვილს "დედას ბუშტი" უწოდა.
"იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება. მაგრამ ვნახოთ რა იქნება, თუ ჩამოვა ის დაკავებული იქნება, სადაც გადაკვეთს საქართველოს საზღვარს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.