16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ჩემთვის არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის - გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე

ექსპრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების საკითხი პოლიტიკური განხილვების თემაა. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას სკეპტიკურად უყურებს  და ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი, მოახლოებული არჩევნებია.

პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას თმის ღერი არ უნდა ჩამოვარდეს. 

"ერთი თმის ღერი რომ ჩამოვარდეს რომელიმე მშვიდობიანი მხარდამჭერისგან, სისხლის სამართლის პასუხისგებას ვერ აცდები ირაკლი ღარიბაშვილო, სადაც მიგეწევი იქ გაგებინებ პასუხს. 

გირგვლიანის საქმე, სადაც ჩემი აზრია დღემდე, რომ არაჩვეულებრივი ბიჭი მოკლეს, ნაცების თემა ამან ააყირვა, მაგრამ უშუალო პირდაპირი კავშირი ციხის წამებასთან სააკაშვილის არ იკვეთება ხალხო,"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით კი, მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ივანიშვილის დამარცხებაა.

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის,"- აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები