27 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
აღნიშნული ბანერების დამკვეთი კერძო პირია, შესაბამისად არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად - ცესკო

ცესკო ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ინფორმაციით, 18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა 3 საჩივარი (წარმდგენები: ISFED-ი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ელენე ხოშტარია - დროა") ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და რამაც საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. 

ნათია იოსელიანი ასევე აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია, თუმცა, აღნიშნული ბანერების განთავსების დამკვეთი კერძო პირია და, შესაბამისად, ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად. 

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს "ალმას" შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს,"- განაცხადა ნათია იოსელიანმა

დღის ამბები