16 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მოვუწოდებთ ქართველ ამომრჩეველს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ამასთან, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათი ხმები დაცული იქნება - IRI-ს ევრაზიის პროგრამების დირექტორი

არჩევნებამდე სამი დღით ადრე NDI-ს და IRI-ს ექსპერტები პარტიებს არჩევნებსა და თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მოწოდების პარალელურად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან. ისინი უკვე გაესაუბრნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"IRI ქართული დემოკრატიის შენებაში უკვე 20 წელია ჩართულია. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს მათ დემოკრატიულ მისწრაფებაში. ჩვენ 5 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავს ადგილზე, კოვიდის გათვალისწინებით, ეს არაა ტრადიციული სადამკვირვებლო მისია, თუმცა, საბოლოო ანგარიში იქნება და იგი არჩევნების შემდეგ მომზადდება. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ამომრჩეველს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ამასთან, გვსურს ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მათი ხმები დაცული იქნება. იმედი მაქვს, არჩევნები კარგად ადმინისტრირდება, რომ პანდემიის მიუხედავად, მაღალი იქნება აქტივობაც და არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება წყნარი და დემოკრატიული," - აცხადებს IRI-ს ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი.

 



დღის ამბები