16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" ბოლო კვლევა არჩევნებამდე - ოპოზიცია ამ კვლევის შედეგებს კვლავ უნდობლობას უცხადებს

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მმართველი პარტია ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. წინა კვლევების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც 3 პარტია ლიდერობს, მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილს "ქართული ოცნება" 51,4 მეათედი პროცენტით იკავებს, მას მოჰყვება 25,9 მეათედი პროცენტით ნაციონალური მოძრაობა, 5,6 მეათედი პროცენტის მხარდაჭერა კი გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს აქვს. სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 0-იდან 4 პროცენტამდე მერყეობს.

"ქართული ოცნების" პარტიული კვლევის რეიტინგს არ ენდობიან ოპოზიციურ სპექტრში, სადაც ამბობენ, რომ საზოგადოების განწყობა კვლევის მონაცემებისგან განსხვავებულია. რეალურ შედეგებს ოპონენტები არჩევნების მეორე დღეს ელოდებიან.

კვლევის შედეგების სიზუსტეში მმართველ პარტიას ეჭვი არ ეპარება. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ მათი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.

მმართველმა პარტიამ სოციოლოგიური კვლევა 21-27 სექტემბერის პერიოდში ჩაატარა. სულ 4 505 რესპონდენტი გამოიკითხა და კვლევის ცდომილების ზღვარი 2 %-ია.

დღის ამბები