16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი დასრულდა - რა თემები განიხილეს ორი ქვეყნის მეთაურებმა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონესთან ერთად ხაზი გაესვა ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა აზერბაიჯანის მთავრობის სახლში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელ კოლეგასთან აუდიენცია გამართა. ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის გამართვის თაობაზე შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში წინა ვიზიტისას შედგა. კომისიის სხდომაზე მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში მეორე ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა. ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ "ზაგულბას" სასახლეში სადილიც გაიმართა. 

დღის ამბები