საიამ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში აღრიცხულია, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.
"ამ ანგარიშთან მიმართებით, რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი,როგორც საოლქო ისე უბნის დონეზე. ზოგადად დაბალი კონკურენციის მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, რაც შესაძლებელია დაკავშირებული ყოფილიყო ასევე იმასთან, რომ დროის მცირე მონაკვეთი იყო მოცემული. სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლას, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა წარმოადგენს ცუდ პრაქტიკას. ასევე გვქონდა ჩვენ აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტები, როგორც სხვადასხვა დონის კომისიის წევრების მხრიდან,"- ამბობს ნიკა სიმონიშვილი.