მე-3 პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნება - საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი ბთემაა.
"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია სააკაშვილს ქვეყანაში უფრო ადრე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს. ის აქ უნდა იყოს დილის 12 საათიდან, ან საერთოდ წინა დღიდან, იქიდან გამომდინარე რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება.
ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ. ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არ ჩამოსვლას ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებების მიზანი მისი მხარდამჭერების მობილიზებაა, თუმცა ეს შექმნის ვითარებას, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მობილიზდებიან.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მოლოდინის შექმნა, რომ ბრუნდება, მიმართულია იქითკენ, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოააბილიზოს. მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებთ - გასაგებია, რომ ეს კიდევ ერთხელ შექმნის ვითარება, სადაც ასევე "ქართული ოცნების" მომხრეები და მხარდამჭერების მობილიზება მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გააღრმავებს პოლარიზებას," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რაც შეეხება"მოქალაქეებს", ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის თემა საზოგადოებისთვის მათ პრობლემებთან შედარებით არ არის მნიშვნელოვანი. იოსელიანის თქმით, თუ ჩამოვა კანონის თანახმად, სახელმწიფომ ის უნდა დააკავოს.