"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა", მცხეთაში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეკონომიკური კეთილდღეობა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის პარტიის მთავარი იდეოლოგია.
"სტრატეგია აღმაშენებელი" არის საქმის კეთების იდეა, უამრავი პროგრამის რეალიზების იდეა, რომელიც სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ქვეყნის შიგნით და გარეთ დავადასტურეთ, რომ შეგვიძლია ქვეყნის შენება და გულწრფელად გვინდა მივაღწიოთ წარმატებას.
დღეს საქართველოში არის სამი მთავარი პრობლემა - უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური ფონი, მეორე უზარმაზარი პრობლემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოგვიტანა, შეფერხებულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დღევანდელი რეალობაა, რომ ქვეყანა აღარ მიდის ევროპული გზით და მესამე, სამწუხაროდ ყველას მეორე პლანზე აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია.
დიახ, ამ იდეით მოვდივართ ჩვენ, ეკონომიკური კეთილდღეობა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის გზა გამარჯვებისკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ თავი იგრძნოს ღირსეულად,"- მიმართა მხარდამჭერებს გიორგი ვაშაძემ.