16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
უნდა დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, ვიღაც არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად ჩამოსვლის მიზნით შექმილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შერიგების დროა.

"საქართველო ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშეა. ვიღაც არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი. 

მისი დაჭერის შემთხვევაში კი, მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ისევ წარმოუდგენელი ყირაობის რეჟიმში აღმოჩნდებით. 700 000 კაცს თქვენ ვერ გააჩერებთ. მუდმივი არეულობა იქნება. ჩემი შემოთავაზება ასეთია - დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, ეს თქვენ გჭირდებათ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

პარლამენტის წევრი თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ მისას ჩამოსვლა საქართველოში არეულობას არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს. 

"ქართული ოცნებაში" კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ჩამოსვლით თუ არ ჩამოსვლით,  მაინც ცდილობს ტემპერატურის აწევას ქვეყანაში. მმართველ გუნდში მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პოზიციები კვლავ არ შეუცვლიათ და ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. 

"თავისი ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით, მიხეილ სააკაშვილი მაინც ცდილობს ტემპერატურის აწევას ქვეყანაში, რომ შემდეგ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, მაგრამ მე არ მგონია, რომ რეალურად ამას რაიმე შედეგი მოჰყვეს, გარდა მოსახლეობის ნერვების გაფუჭების. ვითარების მიხედვით, შესაძლოა, მან სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამომრჩეველი აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე,"- აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები