16 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
1800-ზე მეტი პროექტი და 53 ათასი სამუშაო ადგილი - ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გაიმართა

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტები და მომავალში მათი გაძლიერებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები - მთავრობამ ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მხოლოდ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამომავლოდ 2 მილიარდზე მეტი დაიხარჯება, 7 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ამ გეგმამ კი, მთავრობის წევრების აზრით, სამუშაო ადგილები უნდა გააჩინოს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა ინტერაქციული რუკა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ბიზნეს პროექტის, მისი დაფინანსების მოცულობის და სამუშაო ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება.

2013 წლიდან დღემდე 1800-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების შედეგად კი 53 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

დღის ამბები