16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
როგორია დასავლეთის მოლოდინი არჩევნების დღეს - საარჩევნო პროცესს 1000-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება

საქართველოში დასავლეთის სრული მობილიზებაა. ყველაზე მეტი მეთვალყურე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან არჩევნებზე ამერიკის საელჩოს ეყოლება. მოგვიანებით, სწორედ ამ 113 თანამშრომელს დაეყრდნობა ვაშინგტონი შეფასებებში. 

უკვე თბილისშია ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომლებიც წელს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას უერთდებიან. ისინიც დიდი ხანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ბრიუსელიდან აკვირდებოდნენ, ახლა აქტორებს ადგილზე შეხვდებიან.

IRI-მ დღეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა დაიწყო. 24 კაციანი მისია ტრადიციულ დაკვირვებას არ ახორციელებს, ამიტომ უფრო მეტ აქცენტს ახლა პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრებზე აკეთებს, რათა საბოლოო დასკვნაში სრული სურათი მიიღოს.

IRI, NDI-სთან ერთად, დღეს მმართველ გუნდსაც შეხვდა, მხარეებმა პოზიციები გაცვალეს. 

ცესკოს განახლებული ინფორმაციით რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებლების რიცხვი უკვე 1000-ს აჭარბებს, გაზრდილია ყველაზე მასშტაბური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეუთო-ოდირის რიცხვებიც, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესს მათგან 500-ზე მეტი ადამიანი დააკვირდება.

დღის ამბები