16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"3-ში ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანი უნდა გავავსოთ" - მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ ბათუმშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბათუმშია. 

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ "ნაციონალურ მოძრაობას."

"მეგობრებო, მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან, რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, მაგრამ ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა.

მინდა გითხრათ - ხომ ხედავთ, მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება და ჩამოვედი აქ, მიუხედავად ყველანაირი მუქარისა, მინდა გთხოვოთ - 2-ში მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ "ნაციონალურ მოძრაობას", არავითარ შემთხვევაში ივანიშვილს.

მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, ვინც ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა, სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, მისცეთ ხმა. 2-ში ხმის დათვლებს ერთად ვაკეთებთ და 3-ში ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანი უნდა გავავსოთ და როცა ვიქნებით 100 ათასი, ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იქნება და მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები