არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ზუსტად ერთი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელმაც დღეს ბათუმში გადაღებული ვიდეო გაავრცელა თბილისში დააპატიმრეს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. რუსთავის ციხესთან იკრიბებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და აქტივისტები. ისინი მიხეილ სააკაშვილის დაკავების გაპროტესტებას აპირებენ.
ჯერჯერობით უცნობია რა გარემოებებში მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავება, ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატებსაც არ აქვთ, თუმცა როგორც სააკაშვილმა დაკავებამდე გავრცელებულ ბოლო ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის უკვე თბილისში იმყოფებოდა.