16 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
დაინტერესებული ვართ, როგორ მიმდინარეობს არჩევნების დღე, ასევე, ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს მთლიანობაში - ალბერტ იონსონი

"ვაპირებ რამდენიმე საარჩევნო უბანზე მისვლას თბილისში" - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა, რომ დამკვირვებლების ძირითადი ჯგუფი 12 წევრისგან შედგება. ასევე მან განაცხადა, რომ თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე მისვლას აპირებს და ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

"დამკვირვებლების ძირითადი ჯგუფი 12 წევრისგან შედგება და ასევე არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები რეგიონებსა და თბილისში და ყველა ერთად არის 300-ზე მეტი დამკვირვებელი.

რაც შემეხება მე, პირადად, ვაპირებ რამდენიმე საარჩევნო უბანზე მისვლას თბილისში და რა თქმა უნდა, მე არ მექნება სრული მიმოხილვა, აქედან გამომდინარე, ჩვენი სხვა დამკვირვებლები წარმოდგენილები არიან ბევრ უბანზე და ვფარავთ ამ უბნებს.

ჩვენ რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, როგორ მიმდინარეობს არჩევნების დღე, მაგრამ ასევე ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, ჩემი გუნდი საქართველოში იმყოფება უკვე 5 კვირის განმავლობაში, რათა შეისწავლონ საარჩევნო პროცესი. ასე რომ, ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი. არჩევნების დღე რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი.

ჩვენ საარჩევნო პროცესს ვაკვირდებით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მივდივართ დასკვნამდე და ხვალ იქნება პრესკონფერენცია, სადაც გაკეთდება განცხადება წინასწარ აღმოჩენებსა და დასკვნებთან დაკავშირებით," - განაცხადა მან.

დღის ამბები