16 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
"საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში"- უკრაინის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებენ.

"2 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული იყო საქართველოს დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია. დიპლომატმა შეგვატყობინა საქართველოში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, ამასთან, სისხლის სამართლის მუხლების შესახებ, რომლებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ სააკაშვილის კანონიერი უფლებები იყოს დაცული და ქართულ მხარეს მიმართა თხოვნით, მისცეს უკრაინის კონსულს მისი მონახულების საშუალება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში," - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები