ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ქართული ოცნების" ოფისში კახი კალაძის და მისი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა.
"მე მოვედი იმიტომ, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და მის გუნდს, ამ კრიტიკულ მომენტში როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება. მე ვენდობი "გორბის" კვლევას მაგრამ იქნება, სადღაც შუაში - "ედისონსა" და "გორბს" შორის,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხათუნა ჟორდანია აცხადებს, რომ დღესდღეობით თბილისს კახი კალაძეზე უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავს.
"ეს გარდაუვალი იყო და ყოველთვის ვიცოდი, რომ კახი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. დღეს თბილისს არ მგონია, რომ კახიზე უკეთესი კანდიდატი ყავდა,"- აცხადებს ხათუნა ჟორდანია.