"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ხმების დაცვა, რათა ცესკომ ვერ შეძლოს ოქმების "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაკეთება.
მან მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე, რომ მაქსიმალურად მობილიზდნენ შედეგების დაცვისთვის.
"რეალურად, 6 საათის შემდეგ არჩევნების შედეგები არ შეიცვლება პროცენტულად. ეს დადგენილია სოციოლოგიურად და ეს ყველა არჩევნების შედეგების აქსიომაა. ასე რომ, აქ დიდი ცვლილებებს არ ველოდებით, მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, ცესკო როგორ შეაჯამებს არჩევნების შედეგებს.
ჩვენი კომისიის წევრებისადმი, ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ გვექნება თხოვნა, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ საუბნო კომისიებში არჩევნების შედეგების დაცვას, რადგან ვიცით ცესკოს რა თვისება აქვს როგორ გადააკეთოს ოქმები და როგორ დადოს "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო შედეგები, ჩვენ ეს ვნახეთ 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც ერთი მესამედი, 1200-მდე ოქმი იქნა გადაკეთებული,"- აცხადებს ბეჟაშვილი.