16 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
გიგი უგულავა - 38.09%, ბექა ვაჭარაძე - 46.86% - ფოთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ფოთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიგი უგულავა მეორე ტურშია. მას 38.09% აქვს, მეორე ტურში გასული "ქართული ოცნების" კანდიდატია ბექა ვაჭარაძეა, რომელმაც 46.86 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, ბექა ვაჭარაძე ამბობს, რომ ამ შედეგს არ ელოდა, თუმცა მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

"უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" გუნდს ფოთის საკრებულოში ეყოლება მყარი უმრავლესობა, რაც მერის სამუშაო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში და მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის წევრებს ეს შედეგი. რაც შეეხება მერის არჩევას, სამწუხაროდ, ფოთელებს ამისთვის მეორე ტური დაგვჭირდა. თუმცა, ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში და უკვე ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც საკრებულოში დარჩება, ვიმუშაოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ფოთშია,“ - აცხადებს ბექა ვაჭარაძე.

 

დღის ამბები