16 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაუბრუნდეს ქვეყნის ყურადღება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს - შარლ მიშელი

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეხმაურება. შარლ მიშელი "ტვიტერზე" წერს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანა 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ რეფორმებს დაუბრუნდეს.

"ვაფასებ ყველა ქართველს, რომელმაც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში,"- წერს მიშელი.

დღის ამბები