"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას დატოვოს პარლამენტი. ხათუნა სამნიძე ასევე არ ეთანხმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატი ნიკა მელიას.
"მე არ ვეთანხმები ნიკა მელიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დატოვოს პარლამენტი. ასევე, მჯერა, რომ "ქართული ოცნება" იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როდესაც მას უწყვეტს უფლებამოსილებას. როდესაც სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას", მაშინ ჩვენი ინდივიდუალური განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და დაარღვია კანონი. დღეს გადაწყვეტილი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ მოუხსნას უფლებამოსილება ნიკა მელიას, იმიტომ რომ მას ასე სჭირდება პოლიტიკურად,"-აცხადებს სამნიძე.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.