16 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ნიკა მელია კვლავ საფრთხეშია, მას სჭირდება იმუნიტეტი - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილოს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

გოცირიძე არ ეთანხმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დატოვოს პარლამენტის მანდატი, რადგან, მისი თქმით, ის საფრთხეშია და ისეთი დაცვის მექანიზმი სჭირდება, როგორიც დეპუტატის იმუნიტეტია. 

"არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ უნდა იყოს განხილული - ნიკა მელიამ უარი თქვა ამნისტიის იმ ფორმაზე, რაც პარლამენტმა მიიღო, ის კვლავ საფრთხეშია, მას სჭირდება იმუნიტეტი. პირადად მე არ ვუჭერდი მხარს ნიკა მელიას მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმას და დღესაც მე ვარ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავი. ნიკა მელიას სჭირდება დაცვის მექანიზმები ამ უსამართლო ხელისუფლების პირობებში,"- აცხადებს გოცირიძე. 

დღის ამბები