16 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება მეორედ შეუწყვიტა

79 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს კენჭი საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე ეყარა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე, განცხადება საკუთარი სურვილით, 29 ივლისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.

დღის ამბები