პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე მე-2 ტურში "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.
"ნაციონალური მოძრაობა" და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ენმ არ არის გამარჯვების ფორმულა და ენმ-ს გარეთ არსებული პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ ენმ-ს გარეშე შეუძლებელი იქნება ოპოზიციის გამარჯვება.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციას დავუჭიროთ მხარი და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 5 ნომერი, 2 ნომერი, თუ 25. ყველგან ოპოზიციას დავუჭერთ მხარს,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.