"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ოპოზიციის აქციებს აანონსებს. მათ შორის რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მე-3 პრეზიდენტია მოთავსებული.
"მე ვიცი რას ვაპირებთ ჩვენ, ასევე ვიცი, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა აუცილებლად დაიწყებს აქციებს, აუცილებლად დაიწყებს გამოსვლებს და მათ შორის იგეგმება მრავალრიცხოვანი აქცია ციხესთან. ამიტომ, იქნება ერთი მხრივ, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან და ხალხის მხრიდან დაწოლა, მეორე მხრივ, ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები გახდება კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და კიდევ უფრო მკაცრი.
ვერ გაუძლებენ ამ დაწოლას, მე ვარ ამაში ღრმად დარწმუნებული და ამიტომ, უნდათ უბრალოდ ან მოიცილონ, ან სახელი გაუტეხონ ადამიანს, რომელიც იქცა ზნეობის ერთ-ერთ უფრო თვალსაჩინო გამოხატულებად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.