16 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
თავისი ავადმყოფური ფანტაზიებით იგონებენ რაღაცას და შემდეგ ავრცელებენ საჯაროდ - სოზარ სუბარი თაკო ჩარკვიანს პასუხობს

მმართველი გუნდი თაკო ჩარკვიანის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების საფრთხესთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ადამიანები თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიებით იგონებენ რაღაცას და შემდეგ ავრცელებენ საჯაროდ.

"ლიკვიდაციის თემა არ არსებობს. ადამიანები თავისი ავადმყოფური ფანტაზიებით იგონებენ რაღაცას და შემდეგ ავრცელებენ საჯაროდ, რაც უფრო მძიმე დამოკიდებულებაში აგდებს მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. გულწრფელად გეტყვით, თაკო ჩარკვიანის გაგება მიჭირს ზოგადად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საერთოდ ვერ გავიგე, რა იგულისხმება, სიტყვების მნიშვნელობა ვერ გავიგე, ფობიებს დამართებენ ჩემთვის გაუგებარი ტერმინია,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები