16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიცია დარღვევებს აპროტესტებს და ოქმების გაუქმებას მოითხოვს 

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის და მხარდამჭერების ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე მყოფი ოპოზციის წარმომადგენლების თქმით, ორ უბანზე დაუბალანსებელი ოქმები შედგა, რადგან გაცილებით მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე ამომრჩეველი.

აქციის მონაწილეთა თქმით, დღეს დაგეგმილი იყო ბიულეტენების გადათვალა, ხოლო კომისიამ მხოლოდ ხელმოწერები გადაითვალა, რამაც ასევე პროტესტი გამოიწვია. 

ოპოზიცია დარღვევებს აპროტესტებს და ოქმების გაუქმებას მოითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

დღის ამბები