16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ფართომასშტაბიანი აქციების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. 

მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაგეგმვაა. იმსჯელეს მეორე ტურისთვის პარტიის სტრატეგიაზეც. მათ დააანონსეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე დღეში, თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები იქნება. 

აქციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ. 

"ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ 2 მიმართულებაზე ვიმსჯელეთ. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ მათ შორის თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისათვის და გათავისუფლების მოთხოვნით,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები