ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვისას გამოიკვეთა ისეთი პარტია, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიის ხმები ჰქონდა მიკუთვნებული.
ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრები ოლქის თავმჯდომარეს, კონკრეტული უბნის გაუხსნელობაში ადანაშაულებენ.
"ვითხოვდით 73-ე უბნის ხელახალ გადათვლას, რადგანაც იყო მეტობა. თავმჯდომარემ უარი თქვა ამ უბნის გახსნაზე. აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი პარტიის ხმები, რომელსაც ოქმში ეწერა 0 და გადათვლის შედეგად, მხოლოდ იმ პარტიის წარმომადგენლის კონვერტი გაიხსნა და აღმოჩნდა, ეწერა 0, სინამდვილეში, ჰქონდა 9 ხმა,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" კომისიის წევრი ნანა მინოსიანი.
N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი კი აცხადებს, რომ ხარვეზი სხდომის მიმდინარეობისთანავე გამოსწორდა. ამასთანავე, მოხდა ისნის მეორე და მერვე საოლქო კომისიებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვაც.
"მეორე და მერვე უბანი გადავითვალეთ და კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, აქედან გამომდინარე, საჩივარი განვიხილეთ, მაგრამ უკვე გადათვლილია ეს უბნები. მე-40 უბანთან დაკავშირებით იყო, რომ პარტია "საქართველოს" ჰქონდა 9 ხმა, აქედან 1 ხმა იყო პარტია "საქართველოსი", ხოლო 8 იყო ალეკო ელისაშვილის პარტიის,"-აცხადებს ნიკოლაშვილი.