16 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"ცრუ და უპერსპექტივო მიზნები" - მმართველი პარტია მე-2 ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია, ოპოზიციას კი კვლავ რადიკალურ ქმედებებში ადანაშაულებს

არჩევნების მე-2 ტურში მმართველი პარტია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციას არაფერი დარჩენია გარდა საზოგადოების მოტყუებისა, რომ მათ ამ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.

"ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა თავისი ცრუ და უპერსპექტივო მიზნები გააჟღეროს და შეეცადოს, რომ თუნდაც მოტყუებით საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა გაიმარჯვონ ამ არჩევნებში.

ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას, რომლითაც ვხვდებით მოსახლეობას ყველა იმ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მე-2 ტურები ტარდება და უფრო სიღრმისეულად გავდივართ იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია შემდეგი 4 წლის ქვეყნის განვითარებისთვის მუნიციპალურ დონეზე," – აცხადებს გივი მიქანაძე.

უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით, პირველი ტურის მსგავსად ოპოზიციაში საზოგადოებას საკუთარ გეგმებს არ აცნობს და ისინი მხოლოდ რადიკალური ქმედებებით არიან დაკავებულნი.

"ოპოზიცია პირველი ტურის მსგავსად რეალურად მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით არის დაკავებული, რომელსაც სთავაზობენ საზოგადოებას, აგებულია თავიდან ბოლომდე უშინაარსო ლოგიკაზე იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის სურვილით არის ახსნილი," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები