16 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა

თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება არსებული კიბერუსაფრთხოების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე NATO-სა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.  

"ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021" სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

დღის ამბები