03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
სარფის საბაჟო შეუფერხებლად მუშაობს

ფინანსთა მინისტრი, რომელიც აჭარაში არსებულ მდგომარეობას ეცნობა, ამბობს, რომ  ძლიერი  სტიქიის მიუხედავად სარფის საბაჟო შეუფერხებლად მუშაობს.  

ნოდარ ხადურმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ტვირთბრუნვას ხელი არ შეეშალოს. 

„იმედია, რომ აღარ იქნება საფრთხე იმისა, რომ მოძრაობა შეფერხდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, როგორც სატრანზიტო, ასევე საიმპორტო და საექსპორტო ტვირთებს ხელი არ შეეშალოს,“ - ამბობს ხადური და დასძენს, რომ „ყველა ინფრასტრუქტრულ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს“.  

დღესვე, ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრის დავალებით აჭარაში შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები