16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სააკაშვილი რეციდივისტია - ანრი ოხანაშვილი

"სააკაშვილი არის რეციდივისტი" - ასე მოიხსენია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მე-3  პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებთან.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სამართლებრივად შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენონ, რადგან დანაშაულის შემდეგ, რომელზეც სააკაშვილი მსჯავრდებულია, სავარაუდოდ, ახალი დანაშაული ჩაიდინა, როცა ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კრიზისს არ ქმნის.

"იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი. შესაბამისად, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამას წყვეტს კანონი და სასამართლო.

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და რა თქმა უნდა არანაირი კავშირი ამას, სასამართლო რაზე იმსჯელებს, ან უკვე გამოტანილ განაჩენზე და არ უნდა დაგავიწყდეთ, აქ დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული და სხვათაშორის სააკაშვილი არის რეციდივისტი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები