ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს უღალატებს.
"საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი ზუგდიდში გამარჯვების გამო. მე მიხარია და მე ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ. მე მიყვარს ზუგდიდი და ზუგდიდსაც ვუყვარვარ მე.
ზუგდიდს, ისევე, როგორც საქართველოს, არასოდეს ვუღალატებ. არასოდეს ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს,"- აცხადებს ანზორ მელია.