16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს" - ევროპარლამენტარების წერილი საქართველოს

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე," - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელზეც ევროპარლამენტარები მუშაობენ.

დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე გავრცელდა. მისი ინიციატორი პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

ბრიუსელში კურიერს განუცხადეს, რომ ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლების ხელმოწერით მალე გასაჯაროვდება.

წერილში ნათქვამია,რომ ყოფილი პრეზიდენტის - სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად.

"უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი," - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები