საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გამოქვეყნებული წერილის ნაწილი, რომელზეც ევროპარლამენტარები მუშაობენ მმართველ გუნდშიც შეაფასეს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ არსებობენ ევროპარლამენტარები ვისაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიები აქვთ.
"არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სიმპათიებს ამჟღავნებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის ერთი,"- აცხადებს გიორგი კახიანი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ევროპარლამენტშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.