რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უკვე მე-15 დღეა მოთავსებულია, მისი თანაგუნდელები შეხვედრებს განაგრძობენ.
ქსპრეზიდენტთან რამდენიმე წუთის წინ ლიზა იასკო შევიდა. მასთან შესახვედრად ემზადება ასევე ადვოკატი ბექა ბასიალიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე ეფექტურ გზად, სალომე ზურაბიშვილის მიერ, სააკაშვილის შეწყალებას ასახელებს:
"გვექნება საუბარი როგორც იურიდიურულ-პროცედურულ ნაწილზე, ასევე მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე. ყველაზე ეფექტური გზა არის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან მოვლენებს დაასწრო და დაიჭირა თავიდან ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუმცა, გვაქვს პრეცედენტი, როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული საქმეებისა, მან მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების საკითხი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.