20 საარჩევნო ოლქში, სადაც გამარჯვებულები ვერ გამოვლინდნენ ზუსტად 2 კვირაში მე-2 ტური გაიმართება. მერობის, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები ახლა ბოლო რესურსების მობილიზებას ცდილობენ, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ.
მნიშვნელოვანი იქნება იმ სუბიექტების და პარტიების პოზიციაც, რომლებიც მე-2 ტურში ვერ გადავიდნენ, თუმცა სრულად თამაშგარე მდგომარეობაში არ არიან.
ვის დაუჭერენ ისინი მხარს და რომელ კანდიდატებზე გადანაწილდება ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები - ეს ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ მეორე ტურისთვის ბრძოლას ოპოზიცია აგრძელებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში სასურველი შედეგი გვექნება. თბილისის შემთხვევაში გვინდა, რომ კოალიციური მთავრობის იდეით წარვსდგეთ მეორე ტურში,"- აცხადებს ობოლაძე.
პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტიის გეგმებს დღეს შუადღეს გააჟღერებს.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ პარტია მხარს ოპოზიციას დაუჭერს.