რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს საპროტესტო აქცია იგეგმება, თუმცა ამ შემთხვევაში არა სააკაშვილის მომხრეები, არამედ მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან.
უკვე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს.
სულხან მოლაშვილის ძმა აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მალე დაივიწყა უახლესი ისტორია.
"2 ზე რუსთავში ჩამოდით ციხესთან, სადაც სააკაშვილია და იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან. ქართველი ხალხი, როგორც ჩანს გულმავიწყია და უახლოესი ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს,"- აცხადებს მოლაშვილი.
რუსთავის ციხესთან, ასევე იმყოფება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.