16 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"ტერორისტივით შემოიპარა, სისხლი უნდა დაღვრილიყო, ახლა იარაღის კაკანში ვიქნებოდით..." - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე საკუთრი პროტესტის გამოსახატად იმყოფება სულხან მოლაშვილის ძმაც. 

თორნიკე მოლაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არეულობის გეგმით დაბრუნდა. 

"მიხეილ სააკაშვილს ვერასოდეს ექნება პოლიტპატიმრის სტატუსი. პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ტერორისტივით შემოვიდა საქართველოში, "სმეტანებში" დაიმალა, იმის ნაცვლად, რომ კაცურად შემოსულიყო. 

დღეს კი უნდა პოლიტიკური პატიმრის იარლიყი აკიდონ. არ ახსოვთ რა წამებები გაიარა ხალხმა? გვინდა გავიხსენოთ ვის რას უკეთებდნენ, როგორ უსწორდებოდნენ დაპატიმრებულების მეუღლეებს და შვილებს. მე მინდა ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყურით გაიგოს. ამ კაცს სიმართლე, მეობა და ზნეობა არ გააჩნია. თვალს არ დაახამხამებს ისე გამოასალმებს რამოდენიმე ათეულ და ასეულ კაცს სიცოცხლეს.

ჩემზე კარგად არავინ იცის მას რა უნდოდა აქციაზე, რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა დაღუპულიყო. მიშას ის რომ გაეკეთებინა რაც უნდოდა ახლა იარაღის კაკანში ვიქნებოდით,"- აცხადებს თორნიკე მოლაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხეშია მოთავსებული.  ის პირველ ოქტომბერს დაიჭირეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობის დღიდან შიმშილობს. 

დღის ამბები