16 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის.

"კოლინ პაველის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისათვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის, რომლებიც ცდილობენ სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო," - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

დღის ამბები