16 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოროტება და  სიძულვილი, რასაც განასახიერებს "ნაცმოძრაობა" - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მეორე ტურის არჩევნებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძე ვიდეომიმართვაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის "სიძულვილი და ბოროტება აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს". 

მისი თქმით, თბილისსა და საქართველოს რევანში და არეულობა არ სჭირდება.

"ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტები გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ ყველაზე მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი. მიუხედავად ამისა, გადავწვიტე ბოლომდე წარმემართა, ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის, ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი, დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციას ცდილობდა.

სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, თუ როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი და რეკეტი. - ეს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასოდეს დავუბრუნდებით. 2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე. თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა".

დღის ამბები