16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. მანამდე კი, ყოფილი პრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის საკითხი ჯერ არ დგას.

"მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა და არავითარი განსხვავება არ არის. წნევის ცვალებადობა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი, ეს პირდაპირ საშიში არ არის. კონსილიუმზე უნდა გადავწყვიტოთ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

დღის ამბები